სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმის დანერგვა საჯარო სექტორში

13 სექტემბერი 2021

2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით სექსუალური შევიწროება განისაზღვრა, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. აღნიშნული კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, როგორიცაა შრომითი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობები, კერძსამართლებრივი ურთიერთობები, მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებისას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, პირს შეუძლია გამოიყენოს შიდა ორგანიზაციული დაცვის მექანიზმები ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე მიმართოსასამართლოს ან საქართველოს სახალხო დამცველს. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სექსუალური შევიწროების სამუშაო ადგილზე რეგულირების მიზნით, დამსაქმებელი ვალდებული გახდა მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში, ასევე, უზრუნველყოს მათი შესრულება.

ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, 2020-2021 წლებში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშვე უწყებათშორისი კომისიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით საჯარო დაწესებულებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვა დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროში, სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში და სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში.

შედეგად, ექსპერტის ჩართულობით, თითოეულ უწყებაში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმი ჩამოყალიბდა და დამტკიცდა. აღნიშნული მექანიზმები მორგებულია თითოეული უწყების სპეციფიკასა და სტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი მექანიზმის არსებობა სახელმწიფო უწყებებში გენდერული მეინსტრიმინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

თითოეული სახელმწიფო უწყებების სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

 

           https://files.fm/f/uwmrrdfux

          https://files.fm/f/637n9nmpe

          https://files.fm/f/c8yyd7sj4                       

           https://www.personaldata.ge/cdn/2021/03/seqsualuri-sheviwrovebis- meqanizmi.pdf

http://www.csb.gov.ge/media/3212/879785.pdf

          https://files.fm/f/fskyeph5c

            https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/244/

             shorturl.at/yzNOV