საჯარო მოხელეებისათვის ვებინარების სერია "ბიზნესი და ადამიანის უფლებები" დაიწყო

25 მაისი 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საჯარო მოხელეთათვის ბიზნესის და ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით ონლაინ ვებინარების სერია დაიწყო. ვებინარების სერიის პირველი სემინარი 25 მაისს გაიმართა და შეხვედრა ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა მაკა ფერაძემ გახსნა. მაკა ფერაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხების ინტეგრირება და მათი ეფექტურად განხორციელება. ვებინარის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიმართეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს პროექტის ოფისის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კატალინ ცაკუმ და უფროსმა სპეციალისტმა ლეო სიბელიმ. 

ვებინარების სერია "ბიზნესი და ადამიანის უფლებები: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიდგომა და შრომის საერთაშორისო სტანდარტები“ მიზნად ისახავს გააძლიეროს საჯარო მოხელეთა შესაძლებლობები და გაზარდოს ცნობადობა პასუხისმგებლიან ბიზნეს საქმიანობასთან და ღირსეულ შრომის პირობებთან დაკავშირებით საჯარო მოხელეებსა და სოციალურ პარტიორებს შორის, რათა ეფექტურად მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ვებინარების სერია 2021 წლის მაისიდან 2021 წლის ივნისამდე გაიმართება და დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომის საერთაშორისო სტანდარტები, ბავშვთა შრომა და იძულებითი შრომა, შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, დასაქმებულთა თანაბარი შესაძლებებლობები და მოპყრობა, გასაჩივრების მექანიზმი სამუშაო ადგილზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპები, ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებები.

 ვებინარების სერიის პირველი ნაწილი 2020-2021 წლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 60-მდე საჯარო მოხელემ მიიღო.