ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და გოგონათა გაძლიერების საკითხებზე ღონისძიებები გაიმართა

28 მაისი 2021

2021 წლის 21 მაისს,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტი“-ს თანამშრომლობით, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისმხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების საკითხებზე ღონისძიებები  გაიმართა. 

ინიციატივის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. „თანასწორობის კუთხეების“ დაარსება გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება და ითვალისწინებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების აღჭურვას თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურით. ღონისძიების ფარგლებში, მრავალ ილიტერატურული ჯილდოს მფლობელ, რჩეულ ავტორთან – ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართა მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ამავე სივრცეში მოეწყო დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის, დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“. პროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით.  პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმითდაანახოს, რომ გოგოების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა დ ათანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულისახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასაქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათასაბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებასწარმოადგენს, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისახალ ეროვნულ სტრატეგიასა და ეროვნულ სამოქმედოგეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. გენდერულითანასწორობის მიღწევის პროცესში უდიდესდატვირთვას ატარებს როგორც ადგილობრივხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საზოგადოების, მათ შორის მოსწავლეებისცნობიერების ამაღლების და საერთაშორისო დაარასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობისსაკითხები.

ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.