შეხვედრა ადამიანის უფლებების, ანტი-დისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან

19 დეკემბერი 2019

2019 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტი-დისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან. შეხვედრა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15 თავზე მუშაობას მიეძღვნა. სამოქალაქო ორგანიზაციებთან გაიმართა მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საკითხებზე და სოგის სპეციფიკის გათვალისწინებით სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება. ლელა აქიაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უახლოს მომავალში შესრულდეს 2018 წელს ნაკისრი ვალდებულება სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15-ე თავის დამტიკიცების სახით