მოლდოვის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საქართველოში

11 ოქტომბერი 2019

მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ მოლდოვეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. მოლდოვის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის შესწავლას ისახავდა მიზნად. 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა მოლდოვის დელეგაციის გაცნობითი შეხვედრა საქ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროს, ნათია მეზვრიშვილთან.  გახსნით შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა,  ნატალია ჯალიაშვილმა ვრცლად ისაუბრა სამდივნოს როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მან, ასევე, მიმოიხილა ის მიმართულებები, რომელსაც  განსაკუთრებით პრიორიტეტულად სახავს სამთავრობო სამოქმედო გეგმა და მიმდინარე გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქ.საგარეო საქმეთა სამინისტროში, პარლამენტში, საკრებულსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისსში.